ზოგადი ინფორმაცია



რა არის კომპიუტერი?


კომპიუტერი (ინგლ. computer)-ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა,რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი , ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამიანის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს- რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერი არის ელექტრონული მანქანა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას – ინფორმაციის პროცესორი: იღებს უმ (მშრალ) ინფორმაციას ( მონაცემს) ერთი ბოლოდან და ინახავს სანამ სამუშაოდ მზა არ იქნება, ღეჭავს ბიტებად და შემდეგ შედეგს მეორე მხარეს იძლევა. ინფორმაციის მიღებას input, ხოლო ინფორმაციის შენახვა ხდება მეხსიერებაში,ღეჭვა (დამუშავება) პროცესინგის სახელითაა ცნობილი (processing) და ამოფურთხება კი შედეგია ანუ output.

.

კომპიუტერი მუშაობს შემომავალი,მეხსიერების,პროცესინგის და გამომავალი ინფორმაციის კომბინირებით.






რა არის წიგნი?


წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს შუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე. ი. არანაკლებ 48 გვერდისა.


No comments:

Post a Comment

<background>yellow</background>