პრობლემის აღწერა

დღევანდელ საქართველოში ადამიანის დამოკიდებულება კითხვისადმი აქტუალური, პრობლემატური თემაა. კითხვა ყველას შეუძლია, მაგრამ გააჩნია რას, რისთვის და რატომ წაიკითხავ. სწორი არჩევანის გაკეთება, ალბათ, მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. ჰიუგო წერდა“ავტორი ქმნის წიგნს, საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას. წიგნის შემოქმედი ავტორია, მისი ბედის შემოქმედი კი – საზოგადოება.”

დღესდღეობით, წიგნის მოხმარება კომპიუტერით( ინტერნეტით) არის ჩანაცვლებული. კომპიუტერი უფრო მისაღები გახდა და მარტივად გამოიყენება ინფორმაციის მოსაძიებლად. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ წიგნს ბევრი აღარ ხმარობს და ბევრი წყაროც იკარგება. პრობლემა არის ორივე ნივთის დანიშნულების გააზრება და მათი სწორად გამოყენება და არა მხოლოდ ერთზე ორიენტირება. არსებული რესურსების არასწორად გამოყენება იწვევს წიგნის დავიწყებას საზოგადოების მხრიდან.



No comments:

Post a Comment

<background>yellow</background>